ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის Queen-ის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი Bohemian Rhapsody 1 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. იქამდე კი მსოფლიო პრემიერა ლონდონში გაიმართა, სადაც ფილმის სანახავად კინოსა და მუსიკის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ცხადია, პრემიერის მთავარი გმირი ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი, „ემის“ მფლობელი მსახიობი რანი მალეკია. სხვათაშორის მის მეირ შესრულებულ როლს კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. „უემბლი არენაზე“ გამართულ პრემიერას ესწრებოდნენ ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი.
„Bohemian Rhapsody-ის მსოფლიო პრემიერა 1 ნოემბერსაა დაგეგმილი. კინოფილმის რეჟისორი ბრაიან სინგერია. საინტერესოა, რომ ფილმის გამოსვლის შესახებ პირველად 2010 წელს, ბრაიან მეის ინტერვიუდან გახდა ცნობილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრედი მერკურის როლს ბიოპიკში საშა ბარონ კოენი ითამაშებდა. გადაღებები უკვე დაწყებული იყო, როდესაც მსახიობი პროექტს გამოეთიშა, მიზეზად კი გადამღებ ჯგუფთან კონფლიქტი დასახელდა. მოგვიანებით ფილმში რანი მალეკი ჩართეს, რომელიც მსოფლომ სერიალ „მისტერ რობოტიდან“ გაიცნო.