“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მასობრივი შიმშილობის აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს მცდარი სტრატეგიაა.
ბოკერია აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერები თავს იტყუებენ და ეს ცუდია, რადგან ლიდერს უფლება არ აქვს, სასოწარკვეთაში ჩავარდეს:
“მცდარი სტრატეგიაა. მესმის, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ, რაღაც გააკეთონ და ამას აკეთებენ. პოლიტიკური ლიდერები თავს იტყუებენ და ეს ცუდია, ლიდერს არ აქვს უფლება სასოწარკვეთაში ჩავარდეს და რაღაცისთვის რაღაც აკეთოს.
უარეს შემთხვევაში კი, დროის მოგება სურთ, რამენაირად, რომ ვიღაცამ კიდევ არ დააბრალოს, უმოქმედოდ ყოფნა. ავტორიტარული რეჟიმები შიმშილით რომ მარცხდებოდეს, მაშინ არც ერთი მათგანი არ იარსებებდა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასობრივი, უვადო შიმშილობა გამოაცხადა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გათავისუფლდება.
პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური.