LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისის შემთხვევებიდან უმრავლესობა სასწრაფო დახმარების ბრიგადების კლასტერია

98
1583165015-სასწრაფო

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გაიზარდა. ვირუსის ფართოდ გავრცელების ზრდაზე საუბრობს სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში. შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 დადასტურებული ფაქტია და მათი უმრავლესობა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების კლასტერიდანაა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, დაავადების გავრცელების ზრდა გვაქვს. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის ძირითადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების კლასტერიდან არიან. ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ექთნის დადასტურებული ფაქტია, რომელიც 10 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყო, თუმცა ბოლო კვლევით დაუდასტურდა „კოვიდ-19“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

რეხვიაშვილი ვირუსის პრევენციის და რისკების შემცირების მიზნით, არსებული ზომების გამკაცრებაზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონში სულ 70 შემთხვევა დადასტურდა.

„ვიღებთ ზომებს და ბუნებრივია, ეს ზომები გამკაცრებულია. მთლიანად რეგიონში უკვე 70 ფაქტია, ცხრა ფაქტია გამოჯანმრთელების და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვალება დაფიქსირდა“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ბოლნისში სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს საქართველოში კორონავირუსით დაავადებულ ახალ შემთხვევებს შორის იყო ბოლნისის სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელი. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები