LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

137
5d91bfa71b711

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა ახალ შემთხვევებს შორის არის ბოლნისის სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში “ფორტუნას” განუცხადეს, დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის კვლევა, ვინც ინფიცირებულ მედპერსონალთან შემხებლობაში იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადასული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g