ბოლნისის რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულს ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.
შემთხვევა სოფელ ქვეშში მოხდა. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულოსხმობს.