LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 1 თვეში, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 130%-ით შემცირდა: რომელმა ქვეყანამ რამდენი გადმორიცხა ჩვენს ქვეყანაში

288
600163938d646

მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა თვეში ქვეყანაში 306 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც ივნისის მაჩვენებელს, 28.4%-ით ჩამორჩება. თუმცა, 2021 წლის ივლისის მაჩვენებელთან, 46.8%-იანი ზრდა ფიქსირდება.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

გზავნილებით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, თუმცა, წინა თვესთან შედარებით გზავნილების მოცულობამ რუსეთიდანაც იკლო. კერძოდ, ივლისში რუსეთიდან 100.6 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც 130%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. რაც შეეხება წლიურ ზრდას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 150.8%-ით მოიმატა.

ფულადი გზავნილების მოცულობით, მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც ივლისში 35.96 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხა, მესამეზე აშშ – 28.56 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ – საბერძნეთი – 19.16 მლნ აშშ დოლარით. ლიდერების ხუთეულს ისრაელი ასრულებს – გადმორიცხული 16.72 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები