LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 1 წელში, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2,112 მლრდ დოლარით გაიზარდა

84
FORTUNA.GE- (4)

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2.112 მლრდ დოლარით გაიზარდა, შედეგად კი ეს არის ვალის ყველაზე დიდი ზრდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები საგარეო ვალთან დაკავშირებით ასე გამოიყურება:

◾  2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7,789 მლრდ დოლარს (რაც დღევანდელი კურსით 25,726 მლრდ ლარია).

◾  2020 წლის იანვრის მონაცემებით, ვალის მოცულობა იყო 5,677 მლრდ დოლარი (მაშინდელი კურსით 16,428 მლრდ ლარი).

უწყების მიერ გავრცელებულ მონაცემებში ასევე იხილავთ ინფორმაციას საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორების შესახებ:

➤  აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომლის მიმართ სახელმწიფოს ვალი  1,724 მლრდ დოლარს აჭარბებს;

➤  მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA),  მის მიმართ ვალი 914,036 მლნ დოლარია;

➤  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,141 მლრდ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g