LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჰორეკა სექტორი გააქტიურებულია – Hr.ge

41
Job search and career choice, magnifying glass searching people

დასაქმების ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი განსაკუთრებით გააქტიურდა ჰორეკა სექტორი.

ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში Hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასაქმების მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ 2700 ვაკანსიას, რომელიც გამოცხადებულია სხვადასხვა მიმართულებით.

შახბაზიანმა ისაუბრა ასევე იმის შესახებ, რომ შეზღუდვების მოხსნა შრომის ბაზარზე პირდაპირ აისახება.

დღეიდან თეატრები, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, პროფესიული ანსამბლები და სასკოლო წრეები ფუნქციონირებას განაახლებენ

დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება

რაც შეეხება აქტიურ მიმართულებებს, კვლავ აქტიურობს საბანკო-საფინანსო მიმართულება, ასევე გაყიდვები, რომელიც ამჯერად მოწინავე პოზიციაზეა.

ჰორეკა სექტორი კი, რომელიც ყოველთვის TOP აქტიურ მიმართულებად ითვლებოდა, ნელნელა უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g