საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 946 ადამიანი აიცრა.
14 ნოემბრის მონაცემებით ქვეყანაში სულ 2 046 362 აცრაა ჩატარებული.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 074 602 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 37.8 %. სრულად ვაქცინირებულია 966 143 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.8%.