LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

83
cccccccccco

17 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge – ზე ვრცელდება.

გარდაცვლილი 45 პაციენტიდან 18 თბილისში მკურნალობდა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი შემთხვევა დაფიქსირდა: რა ხდება რეგიონებში

ამასთან, დღეს კორონავირუსით დაინფიცირდა 3 117 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 68 929-მა ადამიანმა დაამარცხა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან, ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 85 952-ს შეადგენს. ხოლო, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2797 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5662.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები