საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად მოხდა:
თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა,
აჭარაში – 469,
იმერეთში – 302,
ქვემო ქართლში – 259,
შიდა ქართლში – 173,
გურიაში – 61,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355,
კახეთში – 117,
მცხეთა-მთიანეთში – 86,
სამცხე-ჯავახეთში – 65,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა
ამ ეტაპზე 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 142.
მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში – 378, აჭარაში – 137, იმერეთში – 115.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 222 – იმერეთში.
7 206 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეშია 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში – 32.
სულ 6 ოქტომბრიდან – 16 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 831 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387.
რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების ციფრს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 68 929-მდე.