LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 3 წელში, საქართველოში იმ პირების რაოდენობა, რომლებსაც თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, 184 ადამიანით გაიზარდა

198
tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-street-tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-199496174

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირების რაოდენობა და შემოსავლები ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის მარტის თვის მონაცემებზე დაყრდნობით BM.GE ავრცელებს.

BM.GE-ის ცნობით, საქართველოში ათობით ათასი ადამიანის თვიური დეკლარირებული შემოსავალი 100 ლარი, ან ნაკლებია. 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი კი, თვიურად მხოლოდ 735 ფიზიკურ პირს აქვს. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეში, ანუ მარტში 264 199 ადამიანის ანაზღაურება საშუალო ნომინალური ხელფასის (1 464 ლარი) დიაპაზონში ხვდება, ანუ მათი თვიური შემოსავალი 1200 ლარზე მეტი და 2400 ლარზე ნაკლებია.

რაც შეეხება მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირების რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას ბოლო წლებში, ის მხოლოდ მარტის თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთია:

  • 2022 წლის მარტი – 735 პირი / დასაბეგრი შემოსავალი – 332.8 მლნ

  • 2021 წლის მარტი – 577 პირი / დასაბეგრი შემოსავალი – 218.06 მლნ

  • 2020 წლის მარტი – 551 პირი / დასაბეგრი შემოსავალი – 240.66 მლნ

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალშემოსავლიანი ადამიანების რაოდენობის ზრდაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, ცოტა ხნის წინ, PMCG კვლევითმა ცენტრმაც. ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებენ, 50%-ით გაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები