LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 3 წელში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

50324189_582165798873708_1197755001762480128_n

2018 წელს თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მოწამვლის 98, ხოლო გარდაცვალების 27 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ფორტუნას “ყაზტრასნგაზ-თბილისში” განუცხადეს.

მათივე ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი მოწამვლის 285, ხოლო გარდაცვალების 86 შემთხვევა დაფიქსირდა.

2016 წელს CO-თი 125 ადამიანი მოიწამლა და 29 გარდაიცვალა.

2017 წელს 62 ადამიანი მოიწამლა, ხოლო ბუნებრივი აირის გაჟონვას ამ წელს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიდ დიღომში, პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის, 6 ბავშვი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის იაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g