LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 591-მა ადამიანმა ისარგებლა

109
pensia-w-h

დღეისთვის, საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე, ფონდის ღირებულება კი მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 258-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა.

“საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო ხუთი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში”,-აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g