ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.
პრეზიდენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის გასვლას გამოეხმაურა.
„დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შვიდი წლისთავია! ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს.
საქართველო ახლა მზადაა მეტისთვისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისთვის“,- წერს ზურაბიშვილი.