LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო ზარის“ დღეს ავარიისას დაშავებული მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

189
dashavebuli

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე გუშინ დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი, სტაბილურად მძიმეა.

როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი თამარ გოგიჩაიშვილი აცხადებს, დაშავებულს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვს.

მკურნალი ექიმის ცნობით, მას სახეზე ოპერაციის ჩატარება ესაჭიროება.

ცნობისთვის, 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g