მსახიობები, რომლებმაც ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში „სპექტრი“ ითამაშეს, პირველად შეიკრიბნენ ერთობლივი ფოტოსესიისთვის. ფოტოები ჟურნალ Rhapsody-ს ნოემბრის გარეკანზე მოხვდება. იქამდე კი, მაყურებელს აქვს საშუალება შეაფასოს, 32 წლის სეიდუს, 40 წლის ჰარისისა და 51 წლის ბელუჩის ფოტოები. აქვეა მსახიობების ერთობლივი ინტერვიუც, რომელსაც მკითხველი ჟურნალში გაეცნობა.