ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის €500 მილიონის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე ავრცელებს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად,” – წერს ბორელი.
Participated at Ministerial Ukraine Defence Contact Group meeting.
EU Member States agreed to mobilise 5th tranche of military assistance of €500M to further support Ukraine‘s Armed Forces. EU remains focused & steadfast in its support for Ukraine, together w partners. @SecDef
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) July 20, 2022
