LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს: ოლენა ზელენსკა აშშ-ს კონგრესს მიმართავს

88
ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას სთხოვს. მისი განმარტებით, იარაღი არა სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლისა და იმ უფლების დასაცავად იქნება გამოყენებული, რომ ადამიანებმა სახლში ცოცხლებმა გაიღვიძონ.

„სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება. ყველას სახელით მოგმართავთ, ვინც დაიღუპა, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც სხეულის ნაწილები დაკარგეს, მათ სახელით, ვინც ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, ვინც ფრონტის ხაზიდან ოჯახის წევრების დაბრუნებას ელოდება. ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს.

იარაღი, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლისა და იმ უფლების დასაცავად, რომ ამავე სახლში ცოცხალმა გაიღვიძო. მე გთხოვთ საჰაერო დაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ დახოცონ ბავშვები ეტლებში.

შეძლებს თუ არა ჩემი შვილი სკოლაში დაბრუნებას შემოდგომაზე, არ ვიცი, როგორც მილიონობით დედამ უკრაინაში. შეძლებს თუ არა ჩემი ქალიშვილი სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სწავლას და ნორმალურ სტუდენტურ ცხოვრებას? მე ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია“. – თქვა ოლენა ზელენსკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g