ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაგრძელდეს, ამასთან დაკავშირებით იგი მხარს უჭერს აგრესორზე სანქციებით შემდგომ ზეწოლას.
აღნიშნულის შესახებ ბორელმა რადიო France Info-ს ეთერში განაცხადა.
„უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ფედერაციის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის საბრძოლველად საშუალებების მიწოდება, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, „რუსული ეკონომიკა უკვე იწყებს გაჩერებას“ და რუსეთზე შემდგომი სანქციების ზეწოლა უკრაინას საშუალებას მისცემს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკეთესი პოზიცია დაიმკვიდროს.
მან ასევე გაიხსენა, რომ წინა დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის შეიარაღებისთვის მეოთხე „ტრანშის“ 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ახლა უკრაინაში იარაღის მიწოდების მთლიანმა თანხამ 2 მილიარდ ევროს მიაღწია.
ბორელმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ სანქციების მეექვსე პაკეტზე „საბოლოოდ შეთანხმება იქნება“, მათ შორის ნავთობის ემბარგოს და Sberbank-ის SWIFT-იდან გათიშვა. თუმცა, როგორც Reuters-ისთვის გახდა ცნობილი, მილსადენის ნავთობის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან შესაძლოა ემბარგოს ქვეშ არ დასრულდეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში