დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მიაწვდის.
“დღეს შუადღისას ჩემ მეგობარს, ზელენსკის ვესაუბრე და ვაცნობე, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს.
დიდი ბრიტანეთს არაფერი არ შეაჩერებს, რომ უკრაინას რუსეთის იერიშისგან თავის დასაცავად საკმარისი რესურსი მისცეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”.- წერს ბრიტანეთის პრემიერი.
შეგახსენებთ, 9 აპრილს ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემდა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
