LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონსონი ზელენსკის: „უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, შენ კი, ვოლოდიმირ, ლომის ღრიალი გვაჩვენე – მინდა მადლობა გადაგიხადო ამ სიმამაცისთვის“

409
ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა და გავაგრძელოთ ყოველკვირეულად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, რათა უკრაინაში აღარასოდეს განხორციელდეს შეჭრა,“ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კიევში ხშირად საჰაერო განგაშია, მაგრამ ისეთივე ლამაზია – გავიმარჯვებთ, სხვა გზა არ გვაქვს!“ – ზელენსკი ჯონსონის კიევში ვიზიტის შემდეგ, ფოტოებს აქვეყნებს

„სამწუხაროდ ჩვენი გმირები ფრონტზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას იღუპებიან, მაგრამ ჩვენი ერთგული მეგობრების დახმარებით, მაგალითად როგორიც დიდი ბრიტანეთია, ყოველდღიურად ვუახლოვდებით გამარჯვებას.“

ჯონსონის შეფასებით, უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება უარი თქვას რუსულ ქვანახშირზე, გაზზე და ნავთობზე.

„რუსებს ეგონათ, რომ კიევი მათი არმიის წინაშე რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მაგრამ ვნახეთ, როგორ შეცდნენ ისინი. მგონია, რომ უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, შენ კი, ვოლოდიმირ, ამ ლომის ღრიალი გვაჩვენე.

მინდა მადლობა გადაგიხადო ამ სიმამაცისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადო ამ არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის. ის რაც პუტინმა გააკეთა, ბუჩაში, ირპენში და სხვაგან, ამ ყოველივემ მის რეპუტაციას და მისი მთავრობის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა.“ – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: ანტისაომარი კოალიცია კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ – დროა, სრული ემბარგო დაწესდეს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე

ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს – ჯონსონი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

magti 5g