LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი რჩება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად

84
BeFunky-collage (1)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში უპირატესობა მოიპოვა.

ჯონსონის გადადგომას მხარი დაუჭირა კონსერვატორთა ფრაქციის 148 წევრმა, წინააღმდეგი იყო 211. პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას სულ მცირე 180 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მიმართ უკმაყოფილება ე.წ. “ფართიგეითის” სკანდალმა გამოიწვია. ბრიტანელი კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს კორონავირუსის პანდემიის დროს აკრძალული წვეულებების გამო. პრემიერის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g