LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს: თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს

203
_123943569_52c99118-1038-4b2f-90c6-469b45b6027e

“თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს,” – ასე მიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მოქალაქეებს.

ჯონსონმა ვიდეომიმართვა რუსულ ენაზე დაიწყო და უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულზე ისაუბრა.

„მტკიცებულებები იმდენად შოკის მომგვრელია, იმდენად საშინელი და გამაოგნებელია, რომ თქვენი მთავრობა ამას გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, თუ ნახავთ მიმდინარე მოვლენებს, თქვენ არ დაუჭერთ მხარს მის ომს. არ გთხოვთ, რომ სიტყვაზე მენდოთ, უბრალოდ შედით „ვიპიენით“ და მიიღეთ წვდომა დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, როცა აღმოაჩენთ სიმართლეს, გაუზიარეთ სხვებს. ამაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და ისტორია არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ დროს სხვაგან იხედებოდა. თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g