LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომის ბაზრის“ ხანძრით დაზარალებულებს მერია ₾2 000-დან ₾10 000-მდე კომპენსაციას გადაუხდის – „ბაქანი“

105
ხანძარი ბორჯომის ბაზარში

დამწვარი „ბორჯომის ბაზრობის“ მოვაჭრეებს მერია 2 000-დან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის, ბაზრობის აღდგენა კი დაახლოებით 6 თვეში იგეგმება – ამის შესახებ BM.GE-სთან ნახანძრალი ტერიტორიის ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორმა, თორნიკე წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მერია ადგილს ასუფთავებს, რის შემდეგაც „თბილისი ცენტრალს“ გადასცემს. პარალელურად, მიმდინარეობს ახალი ბაზრობის პროექტის შეთანხმება.

„400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა“ – თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება

„მერიამ კომპენსაციების ნაწილი ფართების მიხედვით სამად გაყო. პროდუქტით მოვაჭრეები აიღებენ 2 000 ლარს, ცოტა დიდი ფართი ვისაც ჰქონდა 5 000 ლარს და ყველაზე დიდ ფართში მოვაჭრეები 10 000 ლარს.

ამ ეტაპზე პროცესი ასეთია, სუფთავდება ტერიტორია, რის შემდეგაც უნდა გადაეცეს „თბილისი ცენტრალს“. მას შემდეგ კი, რაც პროცესი დასრულდება ცენტრალი შევა და ახალ ბაზარს ააშენებს.

ჯერ შეთანხმებული არ არის, ჩვენ რა ნაწილში, ან როგორ დავრჩებით. ახლა პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს და ცხადია, ჩვენს გვაქვს საუბარი და მოლაპარაკებები.

მერია ცდილობს, რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს ყველაფერი. ახლა, დაახლოებით 6 თვის ვადას ფიქრობენ“, – განაცხადა თორნიკე წერეთელმა.

მისი თქმით, „ბაქანის“ ტერიტორიაზე 341 მოვაჭრეს დაეწვა ფართი.

ინფორმაციისთვის, 30 აპრილს, დილით, თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

ვიდეო: „25 000 ჯინსები მქონდა. მეტის თქმა არ შემიძლია…“ „არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ამ ზარალს აანაზღაურებს… ალბათ, სიმართლე ამ ქვეყანაში არ არსებობს“ – „ბორჯომის ბაზრის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები

„სრული ზარალის შეფასება და ხანძრის მიზეზების დადგენა საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება“ – „თბილისი ცენტრალი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g