LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის მერი თანახმაა გაზრდილ ხელფასზე უარი თქვას

173

ბორჯომში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულებულია. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ განაცხადა, ის მზად არის გაზრდილ ხელფასზე უარი თქვას. ის ამბობს, რომ ამ მიზეზით, მზადაა საკრებულოს ახალი დოკუმენტი გადაუგზავნოს, სადაც მისი ხელფასი აღარ გაიზრდება.

”ჩვენ პირველ რიგში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ვითხოვთ. სხდომაზე დადგება ყველა საკითხი, რაც წინა სხდომაზე განვიხილეთ და რომელზეც გადაწყვეტილება ოფიციალურად არ არის მიღებული. მოვითხოვთ, რომ ამ საკითხებზე ან ხელი მოეწეროს, ან თავიდან იყოს განხილული. ამასთან, მე მზად ვარ ავიღო ძველი ოდენობის ხელფასი”, – განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

ვითარება ბორჯომში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g