LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ქარხნის პიკეტირებას გეგმავენ

81
ბორჯომი

ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ქარხნის პიკეტირებას გეგმავენ. უკვე მე-8 დღეა ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უშედეგოდ ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცული თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

ცნობისთვის, 18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენებისა და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ.

გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21-დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ. გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა.

IDS ბორჯომმა ორივე ქარხნის მუშაობა შეაჩერა

პროფკავშირების გაერთიანების წევრები ხვალ „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ

გამოვთქვამთ მზადყოფნას, გაფიცულ თანამშრომლებს დავუკმაყოფილოთ ​ხელფასების ზრდის მოთხოვნა – კომპანია IDS ბორჯომი

IDS ბორჯომი: თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა

პოპულარულები