LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDS ბორჯომი: თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა

505
2

IDS ბორჯომი საქართველო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ.

“შექმნილი ვითარების გამო, გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა. ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს”, – ნათქვამია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები