LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

71

ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საკრებულოსთან და მერიასთან  განთავსებულია სატვირთო ავტომანქანები და ავტობუსები, რომლებითაც ბორჯომში პოლიციელები ჩაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის გარდა, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმებიც.

„დილით ადრევე არის მობილიზებული არნახული რაოდენობა სპეცრაზმელების, სამართალდამცველების. გადაღებული გვაქვს არაერთი კადრი. მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რამდენიმე სატვირთო მანქანა იყო. იმედია, ეს სამართალდამცველები არიან ჩვენს დასაცავად და არა ჩვენს დასარბევად,“ – განაცხადა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტების“ წევრმა, გიორგი გიუაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლისა და საბოტაჟის მიმართულებით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g