ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ, 3 სექტემბერს მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.