LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში, ახალციხე-თბილისის სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, ტრანსპორტში 14-მდე მგზავრი იმყოფებოდა

2049
BeFunky-collage (2)
მთავარ სლაიდზე ფოტო: ტვ ბორჯომი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ტრანსპორტში, დაახლოებით, 14 მგზავრი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები. 7 ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g