ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ 30 მარტს მოხდა.
ადგილობრივი მედიის – „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 30 წლამდე კაცი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ფაქტის შესახებ გამოცემასთან კომენტარი გააკეთა თვითმხილველმა, მამუკა ხაჩიძემ:
„დილით სამსახურში მივდიოდი და დავინახე კიბეზე იყო, ახლოს არ მივსულვარ, მაშინვე დავრეკე 112–ში. ახალგაზრდა ბიჭი იყო, მარტო იმყოფებოდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.