ბორჯომში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად ქუჩებში გადაადგილება გართულებულია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც არეგულირებენ მოძრაობას, ასევე ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. “დატბორილია საცხოვრებელი სახლის სარდაფები, წაქცეულია ხეები. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები… დამატებით სამაშველო ჯგუფები მობილიზებულ იქნა ახალციხიდანაცამ დროისთვის სეტყვა და წვიმა შეწყდა. პანიკის მიზეზი არ არსებობს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.