რეჟისორი ბრაიან სინგერი ფილმის „ბოჰემური რაფსოდიის“ გადაღებებიდან, რომელიც ფრედი მერკურს ეძღვნება, სკანდალურად გაათავისუფლეს. სტუდიამ 20th Century Fox გამოუშვა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სინგერი ფილმის რეჟისორი აღარ არის.
გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სინგერსა და მთავარი როლის შემსრულებელს, რამი მალეკს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი სახელდება. რეჟისორის განცხადებით, მას მალეკთან მხოლოდ შემოქმედებითი უთანხმოება ჰქონდა, რაც ერთობლივ მუშაობს ხელს არ უშლიდა.
„ბოჰემური რაფსოდიის“ ახალი რეჟისორი უახლოეს მომავალში დაინიშნება.