LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებული: სანაიასთან მისახმარებლად მივედი, ამ დროს მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებოდიო, არ ვიცოდი, მისი ცოლი რომ იყო

130
BeFunky-collage (1)

დავინახე, რომ სანაია მარტო აწვებოდა მანქანას, ავედი რომ მივხმარებოდი, ამ დროს ბატონი სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდიო, ეს შეურაცხყოფად აღვიქვი, – ამის შესახებ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ვაჟა გიგაურმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

“გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით, მივხმარებოდით. ბატონი ვახოც იქ იდგა, თავიდან ვერ ვიცანი, დახმარება შესთავაზა სულიკომ, ზემოთ ავედით რომ გზა შეგვემოწმებინა, ამ დროს სამაშველო სამსახური მოვიდა, ბატონ ვახო სანაიას მიმართ აგრესია არ მქონია, არც ახლა არ მაქვს. დავინახე, რომ სანაია მარტო აწვებოდა მანქანას, ავედი რომ მივხმარებოდი, ამ დროს ბატონი სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდითო. შეურაცხყოფად აღვიქვი, საერთოდ არ ვიცოდი, მისი ცოლი რომ იყო, იზოლატორში გავიგე, რომ ქალბატონი თამუნა იყო ბატონი ვახოს მეუღლე, ვერ მივხვდი მისი ცოლი საიდან იყო…

ვუთხარი, არასწორი ხარ, არასწორ კითხვებს მისვამ-მეთქი, გვერდი ავარიდე, პროვოკაციულ შეკითხვებს მისვამ-მეთქი, ვუთხარი. ხელი მოვუქნიე და ძირს დავეცი, ვახო სანაიაც დაეცა ძირს, ფეხებით ვურტყამდი, თვითონაც ანალოგიურად, ამ დროს, მაშველები მოვიდნენ, აურზაური შეიქმნა, ქალები ყვიროდნენ, გაღიზიანებული ვიყავი, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს, მიხმარების მიზნით მივედი და სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა. შეიძლება მეტად უნდა მომეთოკა თავი, მაგრამ ვერ მოვითმინე, მანქანაში იჯდა სანაია, მივედი, მაგინებდა, ვაგინებდი, ტელეფონი ეჭირა და მიღებდა, გადაიღე-მეთქი, ვუთხარი”,- გიგაურის აღნიშნულ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g