LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი, მიყენებული დაზიანებების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა“ – შაკო ნათენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა

124
შაკო ნათენაძე

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლის, შაკო ნათენაძის გარდაცვალების საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პირს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად, 10 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ დაკავებულს წარდგენილი ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო: „აქაც მღეროდა თურმე… დაგპირდი, რომ ჩემს გამომწერებს აუცილებლად გავაცნობდი შენს შემოქმედებას, არ მჯერა, რომ ეს აღარასდროს მოხდება“ – ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, შაკო ნათენაძეს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან

🔵საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ,…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g