LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრანჯელინას“ ტყუპების იშვიათი გამოჩენა – უახლესი ფოტოები

424
page

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ბიოლოგიური შვილები, ტყუპები, ნოქსი და ვივიენი ლოს-ანჯელესში გადაღეს.

16 წლის თინეიჯერები ყოველდღიურ სამოსში იყვნენ გამოწყობილი. პაპარაცებმა ისინი მაშინ დააფიქსირეს, როცა საყიდლებზე იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჯოლი ერთადერთ ბიოლოგიურ ვაჟთან, ნოქსთან ერთად, სამწლიანი პაუზის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი და მისი 16 წლის შვილი ყოველწლიურ ღონისძიებას Governors Awards დაესწრნენ.

ახლახაბ კი ინსაიდერმა გამოცემა Daily Mail-ს ახალი დეტალები გაუმხილა. წყაროს ცნობით, ანჯელინა ყოველივე ამას ექს-მეუღლის გასამწარებლად აკეთებს.

„ბრედი თავის შვილებს მხოლოდ წითელ ხალიჩაზე ხედავს. ამას კი ანჯელინა განგებ, ექს- მეუღლის გასამწარებლად აკეთებს. მით უმეტეს, ახლა, ენჯი გამწარებულია, რადგან ბოლო პროცესი მან წააგო. სულ მალე ექს- წყვილი კიდევ ერთხელ წარდგება სასამართლოს წინაშე“, – აცხადებს წყარო.

„ბრედი შვილებს მხოლოდ წითელ ხალიჩაზე ხედავს, ანჯელინა კი ამას ექს- მეუღლის გასამწარებლად აკეთებს – „ბრანჯელინას შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

ფოტო/ვიდეო: „ულამაზესი დედა-შვილი“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები