ანჯელინა ჯოლი 16 წლის ტყუპებთან, ნოქსთან და ვივიენთან ერთად ლოს-ანჯელესში საყიდლებიდან მომავალი გადაიღეს. 49 წლის მსახიობს კრემისფერი პალტო ამშვენებდა, მისი შვილები კი ყოველდღიურ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. აღსანიშნავია, რომ ნოქსი მამას სულ უფრო და უფრო ემსგავსება.
ცნობისთვის, „ბრანჯელინას“ შვილები ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. ფოტოები და ვიდეოები პაპარაცებმა18 წლის შაილოსა და 16 წლის ნოქსს მაშინ გადაუღეს, როცა ისინი რამდენიმე დღის წინ პროდუქტებს, წყალსა და საკვებს მანქანიდან ტვირთავდნენ.
ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან
„ბრანჯელინას“ ტყუპების იშვიათი გამოჩენა – უახლესი ფოტოები