ბრაზილიელებმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგეს.
მეოთხე ცდით.
ბრაზილია – გერმანია 1:1 (პენალტებით 5:4)
ოლიმპიადის საფეხბურთო ფინალი შედგა: მაღალი ტემპი, უამრავი მომენტი და ნეიმარის შედევრი საჯარიმოდან. 27-ე წუთზე თავდამსხმელმა 25 მეტრიდან ბურთი ხარიხადან ასხლეტით ცხრიანში ჩასვა.
გერმანელებს კი არ გაუმართლდათ: პირველ ტაიმში სამჯერ მოარტყეს ხარიხას. რაოდენობა ხარისხში მეორე ტაიმში გადაიზარდა, როდესაც მაქს მაიერმა მშვენიერი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.
დარჩენილ დროში გოლთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი პენალტების სერიით დასრულდა. გადამწყვეტი გამოდგა გერმანელი ნილს პეტერსენის გაფუჭებული პენალტი, წერტილი კი ფინალის გმირმა, ნეიმარმა დასვა.
ბრაზილიამ ოლიმპიური ოქროს წყევლა დაძლია. სელესაო აქამდე კიდევ სამჯერ იყო ფინალში (1984, 1988, 2012), მაგრამ მუდმივად აგებდა. 1988 წლის სეულის ფინალი გავიხსენოთ, მაშინ ხომ ბრაზილიას საბჭოთა კავშირმა 2:1 (დამატებით დროში) მოუგო, იმ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფებურთელი კი ჩვენი გელა კეტაშვილი გახლდათ, რომელმაც ამ ტურნირზც დიდებულად ითამაშა და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია ოლიმპიური ოქროთი.
