ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლუს ფრანსა CNN Brasil-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ბრაზილიას რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დამყარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს“.
„კონფლიქტის მიმდინარეობის წერტილიდან საკმაოდ შორს ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრაზილიას, მისი გაწონასწორებული პოზიციისა და გაეროში კონსტრუქციული მიდგომის გათვალისწინებით, მოსკოვსა და კიევს შორის დიალოგის წარმართვა უფრო გაუადვილდებოდა“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.