LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში, პოლიციასა და ციხიდან გაქცეულებს შორის შეტაკებისას, 10 პატიმარი დაიღუპა

95

სამხედრო პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Periodico წერს, რომ ბრაზილიაში, ტოკანტინსის შტატში პოლიციასა და ციხიდან გაქცეულ ამბოხებულ პატიმრებს შორის შეტაკებისას 10 პატიმარი მოკლეს. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ ციხეში პატიმრებმა ამბოხი მოაწყვეს და მძევლად აიყვანეს მასწავლებელი, რომელიც ციხეში გაკვეთილებს ატარებდა. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, პატიმრებმა ორი ბადრაგის განიარაღება შეძლეს.

საერთო ჯამში ციხიდან სულ მცირე 20 პატიმარი გაიქცა. პოლიციამ სამძებრო ოპერაცია დაიწყო და 10 გაქცეული პატიმრის ლიკვიდირება მოახდინა.

ახლა ციხეს ისევ ხელისუფლება აკონტროლებს, მედიის ინფორმაციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g