LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში რეკლამის ღმერთები მუშაობენ: თუ ფეხბურთელი ბურთს აცილებს, ეკრანზე სათვალის ყიდვის შეთავაზება ჩნდება

121
download

Amazon-ის ბრაზილიურმა ქვეგანყოფილებამ პირდაპირ საფეხბურთო ტრანსლაციის დროს რეკლამის ინტეგრაციის არატრივიალური საშუალება მონახა – რგოლებს აჩვენებენ მოედანზე მიმდინარე მოვლენების შესაბამისად.

კერძოდ, „კორინთიანსისა“ და „გოიას“ მატჩის დროს მასპინძელთა ფეხბურთელის როჟერ გედეშის აცილების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა კითხვა: Precisando melhorar a pontaria? (აუცილებელია მიზანი გაისწორო?)

პასუხად სათვალის რეკლამა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები