ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ კორუფციაში ერთდროულად ქვეყნის ორი ყოფილი პრეზიდენტი – დილმა რუსეფსა და ლულა და სილვა, დაადანაშაულა.
ბრალის წარდგენის მოთხოვნა ბრაზილიის უზენაეს სასამართლოს გაეგზავნა.
ბრაზილიის უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური გამოძიების შედეგად, ბრალდება ასევე წარედგინა ბრაზილიის მთავრობის ოთხ ყოფილ მინისტრს.
სისხლის სამართლის საქმის თანახმად, ბრალდებულებს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.