LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრბო კი მოგიწონებს ხბოს აღტკინებით, მაგრამ მერე სხვა მოკლავს მამას უფრო სასტიკად და ობივატელიც შენ დაგიკიდებს ფეხზე… შვილების დაკარგვას მიკიჟინებენ და შედგა სამწუხაროდ ეს ფაქტი“ – შალვა რამიშვილის პასუხი შვილს

646
შალვა რამიშვილი, ლაშა რამიშვილი

„მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მომართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის! ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში POSTV-ის დამფუძნებლი, შალვა რამიშვილი წერს და შვილს საჯაროდ მიმართავს.

„ჩემი მხარდაჭერა ყველა გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა – მახსოვს მისი უმადურობა დედაჩემის მიმართ… ზოგადად, ქალს პატივს არ სცემს“ – შალვა რამიშვილის შვილი

ამაზე მძიმე ვერდიქტი, რაც შვილმა გამოუტანა უბრალოდ არ არსებობს – გია ხუხაშვილი შალვა რამიშვილზე

ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ყველა გოგოს, რომელიც შალვა რამიშვილმა შეურაცხყო. 

„მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მომართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის! ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ. უბრალოდ როცა მამას კლავ მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში. ბრბო კი მოგიწონებს ხბოს აღტკინებით, მაგრამ მერე სხვა მოკლავს მამას უფრო სასტიკად და ობივატელიც შენ დაგიკიდებს ფეხზე. იმედია ლაშა სხვა რამესაც იზამს. ნიჭიერება გვარში გვაქვს  
ახლა იმაზე რასაც ვაკეთებ: ვერაფერი, ვიმეორებ, ვ ე რ ა ფ ე რ ი მაიძულებს უარი ვთქვა საქართველოს გადარჩენაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე. დანარჩენი არის ლირიკა. ციხით მაშინებენ და პატარძალზე უხერხული ანდაზა გამახსენდა. შვილების დაკარგვას მიკიჟინებენ და შედგა სამწუხაროდ ეს ფაქტი. მაბულინგებენ და მეცინება უბრალოდ. და ბოლოს, ყველა „ჩეგევარას“ ეხება (შვილს არა): ერთი ადგილი თუ გაქვთ საქმე ქენით! რაღაც ოპუსებს ნუ მიძღვნით! – წერს რამიშვილი.

„შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები, რომლებიც ყოველ დღე აქციებზე დგანან ხალხთან ერთად, ის კი, ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს“ – რამიშვილი ყოფილი მეუღლე

ინფორმაციისთვის, შალვა რამიშვილის POS TV-ის ეთერში განაცხადა, რომ შვილები განსხვავებული მოსაზრების გამო დაკარგა და რომ დღეს ისინი ქუჩაში დგანან, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ისინი უყვარს.

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

„შეხვედრა კვირის ბოლოს გვაქვს ჩანიშნული“ – ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, შსს-ში დაიბარეს

მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მომართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის! ამის მეტს არასდროს არ…

Posted by Shalva Ramishvili on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g