პოლიტსაბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცხოვრების მართლაც დიდი გამოცდილება მაქვს და პარტიას ეს წაადგება, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის პოლიტსაბჭოს წევრობასა და ფონდის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. იყო მოსაზრება, რომ დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში არამედ მანამდეც, მოგეხსენებათ, 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას“, – განაცხადა საგანელიძემ.
სხდომის დაწყებამდე საგანელიძე ამბობდა, რომ პოლიტსაბჭოს დატოვებდა, ვინაიდან 2 წელიწადზე მეტია, პოლიტიკიდან წასულია