უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აქვეყნებს.
როგორც ნადირაძე აღნიშნავს, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა:
„ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი…
დიდება მის გმირ სულს“. – წერს ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის დაწყებულ ომს, 60-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა , საქართველოს შვილი , ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი 💔😔 დიდება მის გმირ სულს
Posted by Вано Надірадзе on Wednesday 22 May 2024