LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლის დროს დაიღუპა კილომეტრ ნახევარი უთრევია დაჭრილები და ამ დროს ესროლეს: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბიძა

153
chamosveneba-76842

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული, 42 წლის ქართველი მებრძოლის, ალუდა ზვიადაური  მშობლიურ სოფელ გომბორში გადაასვენეს.

„მას უყვარდა თავისი სამშობლო და უკრაინაში ბრძოლით დაამტკიცა. ვიცით, რომ ბრძოლის დროს დაიღუპა კილომეტრ ნახევარი უთრევია დაჭრილები და ამ დროს ესროლეს. საამაყო ბიჭია ჩვენთვის. გუშინ ჩამოასვენეს სამშობლოში. დახვდა საპატიო ყარაული და ჩოხოსნები. გვარდიაც იქ იყო ასე უნდა იყოს შეკრული საქართველო” , – აცხადებს დაღუპულის ბიძა ნუგზარ ჭინჭარაული.

ქართველი მებრძოლი 10 დღის წინ ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. მისი თანამებრძოლების გადმოცემით, ზვიადაურს ზურგში იმ დროს ესროლეს როცა დაჭრილების დახმარებას ცდილობდა.

ალუდა ზვიადაურს 28 ივნისს დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები