“2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ დღეს, შინდისში, გმირულად ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სახელებს დავიწყება არ უწერია.
”მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს – 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მათი სახელებია – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს დავიწყება არ უწერია,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა პატივი მიაგო შინდისის ბრძოლის ველზე დაცემულ ჯარისკაცთა ხსოვნას.