ცნობილი ხდება, რომ ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ წყვილს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის უთანხმოების მიზეზი მსახიობი მარიონ კოტიარია. ფრანგი კინოვარსკვლავი და ბრედ პიტი ერთად მონაწილეობენ რობერტ ზემეკისის ახალ ფილმში untitled WWII romantic thriller. ამბობენ, რომ პიტი და კოტიარი საკამოდ დიდ დროს ატარებდნენ ერთად და საჯაროდ ფლირტაობდნენ კიდეც.
როგორც ინსაიდერები ამტკიცებენ, ბრედ პიტი აღფრთოვანებულია ოსკაროსანი მსახიობის გარეგნობითა და ტალანტით. თავის მხრივ ანჯელინა ჯოლი ეჭვიანობს ფრანგ ლამაზმანზე, რადგან ის მისთვის საოცნებო ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია. გარდა ამისა, ანჯელინასგან განსხვავებით, კოტიარს აქვს ოსკარი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
რაც შეეხება თავად ფილმს untitled WWII romantic thriller, ის 1942 წელს სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს. კონტრდაზვერვის აგენტს ატყობინებენ, რომ ქალი, რომელზეც ის დაქორწინებულია, სინამდვილეში ნაცისტი ჯაშუშია.


