ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და ჯონი დეპი ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავთა სიას ლიდერობენ. უდაოა, რომ თითოეული მათგანის პოპულარობა იმდენად მაღალია, რომ აქტუალობას არასოდეს კარგავენ.
ინტერნეტში ვრცელდება მსახიობების მეგობრობის დამადასტურებელი ძველი ფოტოები. მათი უმრავლესობა 90-იანების დასაწყისშია გადაღებული, როდესაც ვარსკვლავები კინოკარიერას იწყებდნენ.